ცოტა ხნის წინ ინტერნეტში რენე ზელვეგერის ახალი ფოტო გავრცელდა, რომელზეც მსახიობი აიპადით ხელში პოზირებს. როგორც გამოცემები წერენ სურათი “ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი სერიის გადაღებებიდან გახლავთ.
“Bridget Jones’ Baby” – ასეთია სურათის სახელწოდება, რომელიც ეკრანებზე 12 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ბევრისთვის საყვარელ გმირს. ინტერნეტგამოცემების ცნობით ახალ სერიაში ბრიჯიტ ჯონსი დედის ამპლუაში მოგვევლინება, თუმცა ნამუშევართან დაკვშირებული სხვა დეტალები კვლავ უცნობი რჩება.
რენე ზელვეგერის სავიზიტო ბარათად ქცეული ფილმის მესამე ნაწილი ეკრანებზე 2016 წლის 16 სექტემბერს გამოვა, მანამდე კი შეგიძლიათ მსახიობის უახლესი ფოტო იხილოთ ჩვენს გვერდზე…