ელტონ ჯონი: „ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას“

ელტონ ჯონი: „ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას“

ინტერნეტში ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით თავად მომღერლის კომენტარი გავრცელდა. როგორც ნიუსშია აღნიშნული, ელტონ ჯონის 16 და 17 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ ჩანიშნული კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და 1-ელი ივლისისთვის გადაიდო. მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა, რომელიც მოულოდნელად ხელზე დასჭირდა და ის ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას სექტემბრის კონცერტებში.

ელტონ ჯონი:

„ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი შოუების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!..“

შეგახსენებთ, რომ კონცერტების ბილეთების გამოყენება შემდეგ წელს დაგეგმილ შოუებზე უპრობლემოდ შეგიძლიათ. ასევე შესაძლებელია მათი დაბრუნებაც.

სიახლეები/

|

September 14, 2017 / 12:02 pm

TOP სიახლეები

კახი კალაძის ბოლოდროინდელი „ქუჩის სტილი“ (ფოტოგალერეა)

ქალაქის მერს კახი კალაძეს გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა მის ჩაცმულობას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გამოხმაურებები, ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ – არც ისე. არც მერობამდე და არც მერობის შემდეგ, როგორც ჩანს, კახი კალაძეს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. როგორც ქალაქის მერი, ის დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო ასეთ ფოტოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნუკი კოშკელიშვილის გამომწვევი საახალწლო ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ნუკი კოშკელიშვილმა „ცელქი“ ფოტო, როგორც თავად უწოდებს, წინასაახალწლოდ „ინსტაგრამის“ მომხმარებელს გაუზიარა. ნუკიმ აქამდეც გამოაქვეყნა ახალი წლის თემატიკაზე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ეს ბოლო ნამუშევარი აშკარად ყველაზე გამომწვევია. ნუკი წერს: „ახლა გავაცნობიერე, რომ მაქვს ერთი ცელქი საშობაო ფოტო, მაგრამ ის ძველია, ასე რომ არ განმსაჯოთ. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ძალიან მხიარულად ვიმუშავე ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთან, მაგრამ მას […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

როდიდან შეძლებთ ელტონ ჯონის ბილეთების დაბრუნებას

ელტონ ჯონის კონცერტები 16 და 17 სექტემბრის მაგივრად, ისევ „ბლექ სი არენაზე“ 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება. ამის შესახებ „სოლომ“ და „ისთერნ ფრომოუშენსმა“ ოფიციალურად დღეს განაცხადეს. შეგახსენებთ, რომ კონცერტების თარიღების შეცვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბენდის გიტარისტს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და ვოკალისტს, დეივი ჯონსთოუნს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. ის ელტონ ჯონის ბენდში […]

ჩამოვა თუ არა ელტონ ჯონი საქართველოში, დღეს ღამე გაირკვევა…

ელტონ ჯონის გიტარისტი და ვოკალისტი, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი, დეივი ჯონსტოუნი, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ბენდში 1972 წლიდან უკრავს, ხელზე გაკეთებული სასწრაფო ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. სწორედ ეს სახელდება იმის მიზეზად, რომ 16 და 17 სექტემბერს, „სოლოსა“ და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ორი კონცერტი შესაძლოა, გადაიდოს. მოლაპარაკებების პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ყველაფერი ექიმის […]

ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა, სექტემბერში აღარ გაიმართოს

სერ ელტონ ჯონი საქართველოში შესაძლოა, სექტემბერში აღარ ჩამოვიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეა ვრცელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსის ბენდის გიტარისტი დაშავდა, მას ხელზე პრობლემა შეექმნა და ამის გამო დაგეგმილი კონცერტები გადაიდება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მუსიკოსის წარმომადგენლებთან იმის დასადგენად, როდის იქნება შესაძლებელი, ორი გადადებული კონცერტის ჩატარება საქართველოში. „სოლოსა“ და „ისთერნ ფრომოუშენსის“ […]

„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის მეორე კონცერტიც გაიმართება – როდიდან შეძლებთ ბილეთების შეძენას

ელტონ ჯონის თაყვანისმცემლებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა „სოლომ“. მათი და „ისთერნ პრომოუშენსის“ ორგანიზებით, „ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის არა ერთი, არამედ ორი კონცერტი გაიმართება. 16 სექტემბერს პირველი კონცერტი შედგება, ხოლო 17 სექტემბერს – მეორე. ეს გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ უპრეცედენტო დაინტერესება გამოიხატა ელტონ ჯონის კონცერტის გამო და ბილეთების ყიდვა ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. როგორც „სოლოს“ მიერ […]

ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთები ერთ საათში გაიყიდა – როდის გაიყიდება ბილეთების მეორე ნაწილი

ელტონ ჯონის კონცერტი 16 სექტემბერს შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ღონისძიებას „სოლო“ და „ისტერნ პრომოუშენსი“ წარმოადგენენ. 25 ივნისს tkt.ge-ზე მხოლოდ  „სოლო“ მომხმარებლებისთვის გაიხსნა ბილეთების ყიდვის შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია დაბნეულობა, როცა „ფეისბუქზე“ წერდნენ, რომ ბილეთებს ვერ ყიდულობდნენ, რადგან თუკი „სოლოს“ მომხმარებელი არ ხართ, 25-ში ბილეთს ვერ შეიძენდით. არა „სოლოს“ მომხმარებლებისთვის ბილეთები გასაყიდად ამავე […]

რეკლამა