ეკა ხოფერია „იმედის“ ეთერში ატირდა – ტელეწამყვანი ახალი პროექტით ბრუნდება

ეკა ხოფერია „იმედის“ ეთერში ატირდა – ტელეწამყვანი ახალი პროექტით ბრუნდება

ეკა ხოფერია „დღის შოუს“ ახალი პროექტით ესტუმრა. მისმა გარეგნულმა იმიჯმა წამყვანების აღფრთოვანება გამოიწვია. ჟურნალისტი, რომელიც ტელევიზიას დაემშვიდობა, ამბობს, რომ ჯერჯერობით არ უჭირს მის გარეშე ცხოვრება…

„ძალიან გულახდილად უნდა ვთქვა, გაძლებაზე ნამდვილად არ ვარ. ტელევიზია ჩემს ცხოვრებაში ისეთი დოზით იყო… ძალიან კარგად ვარ, ახლა თქვენ რომ გიყურებთ. დავიწყე გადაცემების ყურება.

გიჩნდება ახალი ინტერესები და გამოწვევები, ბევრ ახალს სწავლობ. ის, რასაც ვაკეთებდი, რაც მართლა ძალიან მიყვარს და ამაზე მეტად არაფერი მიყვარს, ჟურნალისტიკას ვგულისხმობ, ადამიანების ისტორიების მოსმენას, ამოიწურა… შეიძლება, მე ამოვწურე ჩემი თავი. რაც მაინტერესებდა, თითქოს გავაკეთე და არ მინდოდა გამეორება. კარგ დროს დავასრულე. მერე მოვა იდეები ალბათ… როცა მოწყდები ტელევიზიას, მერე ხომ მოდის იდეები და მათ ხელებით ვფანტავ. ჯერ სტანდარტული იდეები მოდის, ისეთი არ მოსულა, რომ მივხვდე, ეს საინტერესოა…“

კითხვაზე, რას ეტყოდა მაყურებელს, ეკამ ცრემლები ვერ შეიკავა და აღნიშნა:

მე ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი, მიყვარს, როცა ვუყურებ კამერას, მას არ აღვიქვამ, როგორც ტექნიკურ მოწყობილობას. ამის იქით ვხედავ ადამიანებს… ცოტა სენტიმენტალურია ეს ყველაფერი. „დღის შოუში“ ცრემლი ყოფილა რაღაც…

რაც მომენატრა და რის გარეშეც არ შემიძლია, ეს აუდიტორიაა. სულ მინდა, რაღაცები გავუზიარო ადამიანებს. მათ ვეუბნები, რომ მინდა, ახალი პროექტით დავბრუნდე. ამ პროექტს ერქმევა „აუდიტორია“. ეს სათაური ყველაზე მეტად ასახავს იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მე ვბრუნდები პირდაპირ ეთერში, თუმცა „ფეისბუქზე“. ვარ პირველი, რომელიც ამას „ფეისბუქით“ გააკეთებს. იქნება მხოლოდ ის თემები, რაც მართლა ძალიან მაინტერესებს. (ვიდეო)

 

სიახლეები/

|

November 28, 2017 / 2:02 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიამ ვაშაძის ულამაზესი ნაძვის ხე (ფოტო)

მარიამ ვაშაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ულამაზესად მორთული ნაძვის ხეა გადაღებული. ნაძვის ხე მისაღებ ოთახში დგას და კარგად ეხამება კრემისფერსა და ოქროსფერს, რომლებიც სახლის მთავარი ფერები გახლავთ. ბინის დიზაინზე ტელეწამყვანის მეუღლემ, ვანო ბენიძემ იზრუნა, მარიამმა კი სულ ბოლოს შეაფასა. სხვათა შორის, რადიო „ფორტუნა“ გადაცემით „33 კითხვა ფორტუნასგან“, მარიამს მცირე ხნის წინ ესტუმრა შინ. […]

ოთო ფოლადაშვილი: „ირინკას არ ვაძლევ საშუალებას, რომ რამე არ გამოუვიდეს, ვაწამებ და ვაწვალებ!..“

ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია ამ სეზონზე. წინ პროექტის ნახევარფინალი და ფინალია. ირინკა და ოთო ყველა ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას და შემდეგ ორშაბათსაც შეეცდებიან, ორიგინალური ილეთებით გააკვირვონ საზოგადოება. კაფე „ორანჟერეას“ ეზოში, რომელიც ულამაზესად არის მორთული საახალწლოდ, წყვილმა სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ… ერთ-ერთი ფავორიტი წყვილის ნომერსაც შეგახსენებთ: 0903300330. ირინკა, ოთო […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა