Echowaves Festival-ის ფარგლებში ანაკლიაში Die Antwoord ჩამოდის

0
1098

Echowaves Festival წარმოგიდგენთ ფესტივალის ჰედლაინერს –  Die Antwoord. 23-26 აგვისტოს ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves იმართება.

Die Antwoord-თან ერთად ჟანრობრივად განსხვავებულ სცენებზე ისეთ არტისტებს მოისმენთ, როგორებიც არიან Ben Klock, Marcel Dettmann, Tricky, Solomun, Kollektiv Turmstrasse.

Die Antwoord სამხრეთ აფრიკულ ელექტროულ რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ პროექტია. განსაკუთრებული ვიზუალი და ჟღერადობა, თამამი პერფორმანსები და ექსტრაორდინალური  სასცენო იმიჯი – მახასიათებლები Die Antwoord-ს დღვანდელი მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო  წარმომადგენლებად აქცევს.

პროექტი  2008 წელს სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში ორმა ახალგაზრდამ –   Ninja-მ (Wtkin Tudor Jones ) და Jolandi Visser-მა ჩამოყალიბდა.  მათი  შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპს, რეივ-რეპს და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.  თავად Ninja კი ჯგუფის სტილს ასე ახასიათებს: „ ეს არის ექსტრემალური, ფუტურისტული პოპ მუსიკა“.  Die Antwoord-ის  სიმღერების ტექსტები  ინგლისური და აფრიკული ენის ნაზავია.

განსაკუთრებული პოპულარობა პროექტმა 2010 წელს მოიპოვა,  როდესაც მათი ვიდეო „Enter the Ninja“ წლის ერთ-ერთი ჰიტი გახდა და ინტერნეტში ვირუსულ ვიდეოდ იქცა.  მომდევნო წლებში ასევე დიდი  წარმატება ხვდა  წილად მათ  სიმღერებს :  Ugly Boy, Baby’s On Fire და PitBull Terrier.

ბენდის იმიჯი და კონცეფცია სამხრეთ აფრიკულ კონტრ-კულტურულ მოძრაობა Zef-თან არის დაკავშირებული. Zef თანასწორობის იდეას ემყარება და თეთრკანიანი  სამხრეთ  აფრიკელი მუშათა კლასის კულტურას ასახავს.  „შენ ხარ ღარიბი, მაგრამ მოდური, ხარ ღარიბი, მაგრამ ხარ სექსუალური, გაქვს  შენი სტილი“ – ასე აღწერს Zef-ის და მისი ჯგუფის კონცეფციას იოლანდი ვისერი.

ჯგუფს 4 სტუდიური ალბომი, 2 EP და 20-ზე მეტი სინგლი აქვს გამოშვებული. მათი ახალი ალბომი სახელწოდებით „27“ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

23-26 აგვისტოს ანაკლია ელექტრონული მუსიკის ახალ ფესტივალს მასპინძლობს – Echowaves Powered by Exit Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. შავი ზღვის სანაპიროზე  ჟანრობრივად განსხვავებული სცენები იმუშავებს – Main Stage, KHIDI Stage, TAIYO Stage, EYE Stage.

ტერიტორიაზე გაშენდება კარვების ქალაქი. სტუმრები ფესტივალამდე 1 დღით ადრე შეძლებენ ადგილზე დაბინავებას.

მთელი დღის განმავლობაში ლოკაციაზე იმუშავებს აკვაპარკი. ყველა მსურველს საშუალება ექნება გასართობ, თუ სპორტულ აქტივობებში ჩაერთოს – ითამაშოს ფეხბურთი, დაესწროს კინოჩვენებებსა და ვორქშოფებს, ან სამაგიდო თამაშებით გაერთოს.

Echowaves-ის მსვლელობისას ანაკლიას ათასობით შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი ეწვევა, რაც სასტუმროების და კერძო სექტორის დატვირთულობის კოეფიციენტს მკვეთრად გაზრდის. ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების ზრდას და ანაკლიის, როგორც ელექტრონული მუსიკის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას.

პროექტს Anaklia Entertainment Group ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელია ბრანე კოსტადინოვი. ბრანე კოსტადინოვი, ასევე, EEMM ჯგუფის დამფუძნებელია. კომპანიის საქმიანობა 2001 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მათ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ღონისძიება აქვთ ჩატარებული,  “ბუქინგის” კუთხით კი 700-ზე მეტ არტისტთან უთანამშრომლიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here