დემნა გვასალია: „არ ვფიქრობ, რომ ელეგნატურობა მნიშვნელოვანია…“

დემნა გვასალია: „არ ვფიქრობ, რომ ელეგნატურობა მნიშვნელოვანია…“

„გარდიანი“ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

36 წლის ქართველი, Balenciaga’s კრეატიული დირექტორი, ტრადიციული სტანდარტული მოდით დაიღალა და ფანტაზიას მართლაც არნახული გასაქანი მისცა. რა იქნება შემდეგი, ამაზე საუბარიც კი ძალიან რთულია. იმისათვის, რომ მიხვდეთ, თუ რატომ არის დემნა პარიზის ყველაზე ცხელი დიზაინერი, უნდა დაივიწყოთ ყველაფერი, რაც კი აქამდე ამ ქალაქის შესახებ იცოდით. დაივიწყეთ კატრინ დენევი, ჯეინ ბირკინი. დაივიწყეთ აბრეშუმის ზედები, მოდური ქურქები. დაივიწყეთ მონმარტზე მოსეირნე ამელი, თუ ლადურეში სავახშმოდ შესული კერი ბრედშოუ.

გვასალიას პარიზი ის პარიზი აღარ არის. ეს არის ზედმეტად თანამედროვე ქალაქი, თავისი ტელეფონის მაღაზიებით, სწრაფი კვების ობიექტებით, ქალაქი, სადაც გლამურული – ვიწრო ჯინსებსა და იაფფასიან ჩანთებს ნიშნავს; ქალაქი, სადაც ყველა ქუჩა განსხვავებულ ენაზე ხმაურობს და ეს ყველაფერი ედიტ პიაფის ჰარმონიულობისგან ძალიან შორსაა.

ცოტა ხნის წინ გვასალიამ Vetements-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა. ექსტრავაგანტური დიზაინერის მიერ შექმნილი მამაკაცი ხაზი, ბუნებრივია, მაღალი მოდის ჩვენებას ნამდვილად არ ჰგავდა. მისი მოდელები, რომლებსაც ყველაფერი – პერანგები, მოსაცმელები, ზედები და რამდენიმე შარვალი – ერთდროულად ეცვათ, Les Puces de Saint-Ouen-ის ფლეა მარკეტის ვიწრო სივრცეში გამოდიოდნენ.

„მე არ ვფიქრობ, რომ ელეგანტურობა მნიშვნელოვანია“ აცხადებს გვასალია, რომელიც ამჟამად პარიზის სტუდიაში იმყოფება და 4 მარტისთვის დაგეგმილი შოუსთვის ემზადება. „Vetements ეს არის ქუჩა და ქუჩაში კი ხალხი ელეგანტურობას ყველაზე ნაკლებად ცდილობს“. როგორც წესი, ყველა ჩვენებაზე ტანსაცმელს საგულდაგულოდ ინახავენ და მოდელებს შოუმდე რამდენიმე წუთით ადრე აცმევენ ხოლმე. გვასალიას შემთხვევაში კი ბუნებრივია, ეს წესიც დაირღვა, მოდელები დილიდანვე შემოსეს და ჩვენების დაწყებამდე ისინი დარბაზში დასეირნობდნენ, საუბრობდნენ და ა.შ. შედეგად კი ტანსაცმელი ძალიან ბუნებრივად, რეალურად გამოიყურებოდა. „ჩვენ, ალბათ, ყველაფერს განსხვავებულად ვაკეთებთ, თუმცა იმავდროულად, ყველაფერი ზუსტად იგივეა. Vetements-ის მოსაცმელი იქნება ეს თუ ოტ კუტიურის კაბა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ადამიანია, ვინც მას ატარებს და მასში თავს ბედნიერად გრძნობს.“

დემნა ეს მოდის სამყაროს ახალი ზღაპარია. ქართველი სცენაზე 2014 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ათასი სრულიად უცნაური და აუხსნელი ნივთი შექმნა. შედეგად, Vetements მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიან ბრენდად იქცა.

„ჩემს შემოქმედებაში ყველასაგან განმასხვავებელი ნიშანი პრაგმატიზმია“, ამბობს გვასალია. „მოდის სამყარო ეს არ არის რეალური სამყარო და ჩემი აზრებიც ჰიპერრეალისტურია. მე არ მსურს ვიცხოვრო სიზმარში, ეს სიკვდილზე უფრო მოსაწყენი იქნებოდა.“ „გარისკვას ძალიან მივეჩვიე და რისკი უკვე Vetements-ის დნმ-შია. იმისათვის, რომ მოდის სამყაროში იარსებო, რისკი აუცილებელია.“ გვასალია რომ მუდმივად რისკავს, ეს მის შემოქმედებას კარგად ეტყობა.

ამჟამად კი დემნას ახალი გატაცება გულწრფელობაა. „ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში,“ ამბობს ის. „შეხედეთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. უფრო გამჭირვალეები უნდა ვიყოთ.“

დიზაინერი ტექნოლოგიებითაცაა დაინტერესებული და მისი ახალი პროექტი სწორედ თანამედროვე სამყაროზე და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე იქნება მორგებული. ხოლო, კითხვაზე, თუ როგორც შეცვლის ის მოდას, დემნას უბრალოდ ეღიმება. „ჯერ არ ვიცი. მე ხომ მომავალს ვერ ვხედავ. თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება.“

სიახლეები/

|

February 7, 2018 / 3:22 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

ემინი 1-ელ ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად წარდგება

რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია. დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing. ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან… ემინის […]

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება

18 აპრილს, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის შენობაში „ბლექ სი არენას“ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და „ბლექ სი არენას“ დირექტორი ანი კავლელიშვილი მონაწილეობდნენ. ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს ესტუმრება. 2018 წლის 19 მაისს ის რომის სიმფონიურ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ქრისტინე იმედაძეს დემნა გვასალიამ იდეა მოპარა?! – „ესეც ჯერ ჩვენი იყო…“

ქრისტინე იმედაძემ მცირე ხანია, რაც საკუთარი სამოსის ბრენდი „სამი“ შექმნა. ის კოლექციებს აკეთებს როგორც ქალებისთვის, ასევე პატარა გოგონებისთვისაც. ქრისტინე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსესიებს, სადაც მისი ნამუშევრებია გამოსახული. მომღერალმა ახალხან გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, სადაც გადაღებულია მისი ვარდისფერი და შავი როლინგები, რომლებიც ქრისტინეს ერთ-ერთ კოლექციაში შედის, და ასევე, იმავე ფაქტურისა და ფერის როლინგები, რომლებიც მამაკაცების კოლექციაში „ბალენსიაგას“ აქვს. […]

დემნა გვასალიას „დუტის“ ქურთუკები აქტუალობას არ კარგავს

დემნა გვასალიას მიერ „ბალენსიაგას“ სახლისთვის შექმნილი ულტრათანამედროვე „დუტის“ ქურთუკი რამდენიმე სეზონია არ კარგავს აქტუალურობას. მისი ნახვა დიდ ქალაქში უფრო ხშირად შეიძლება, ვიდრე სათხილამურო კურორტზე, რაც ყველაზე მეტად მოდის მოყვარულებს ახარებთ, რომლებიც პოდიუმის მორიგი ტრენდის დევნაში სიცივისგანაც ახერხებენ თავის დაცვას. როგორც აღმოჩნდა, „დუტის“ ქურთუკი ნებისმიერ ტანსაცმელს ერგება, მოკლე კაბით და ატლასის ფეხსაცმლით დაწყებული, ყოველდღიური ჯინსებითა და სპორტული […]

ნიკოლ კიდმანმა თავისი გრძელი ფეხები დემნა გვასალიას შექმნილ ჩექმა-ელასტიკში გამოაჩინა (ფოტო)

ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ორ ფოტოს, სადაც ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჩექმა-ელასტიკი აცვია. მსახიობი დემნას მიერ „ბალენსიაგას“ სახლისთვის შექმნილი ჩექმების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს და წერს: „ძალიან მიყვარს „ბალენსიაგას“ ელასტიკი. დიდი მადლობა Glamour-ს ამ გადაღებისთვის, პატივია, რომ წლის ერთ-ერთ ქალბატონად დამასახელეთ…“, აღნიშნა ნიკოლმა.ფოტო

დემნა გვასალიას მიერ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილი ფეხსაცმელი შოკში ჩაგაგდებთ (ფოტოები)

ჩაიცვამდით თუ არა ფეხსაცმელს პლატფორმაზე, რომელიც დემნა გვასალიამ „ბალენსიაგასთვის“ შექმნა? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დიზაინერის ახალი ქმნილების ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ. ასეთი კითხვა ქართველი დიზაინერის მრავალ ნამუშევართან დაკავშირებით გაუჩნდათ მის სამშობლოში, თუმცა ყველანაირი მოდის წესების უგულებელყოფით ნაწარმოებ მის პროდუქციას უცხოელები სიამოვნებით ირგებენ და ეჭვი გვაქვს, ახალი ფეხსაცმელიც პლატფორმაზე აუცილებლად გამოჩნდება სხვადასხვა მოდის კვირეულზე, როგორც ერთ-ერთი […]

შორენა ბეგაშვილმა დემნა გვასალიას 1100-ევროიანი ჩექმები მოირგო

„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უცხოელ ვარსკვლავებს შორის თავისი კოლექციებით დიდ პოპულარობას იხვეჭს. ახლახან მას პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო გადაეცა მოდის სამყაროში. მის ნამუშევრებს შორის ორიგინალური ჩექმებია, რომელთა ფასიც ასევე საკმაოდ შთამბეჭდავია. ერთ-ერთი ასეთი ვარდისფერი ჩექმა შორენა ბეგაშვილმაც მოირგო და შესაბამისი ფოტო „ფეისბუქზე“ განათავსა. ამგვარი ჩექმის ფასი 1130 ევრო გახლავთ. შორენას ფოტოს შემდეგი სახის კომენტარები მოჰყვა: […]

რეკლამა