დავით კვირცხალია: „ეს დასასრული გაცილებით დიდი და ჰუმანისტურია…“

0
2887

გრიშა კაკაჩიასა და თემურ ძიგუას ამბავი საინტერესოდ დასრულდა. მართალია, თუთა არ აღმოჩნდა ბიზნესმენის ღვიძლი შვილი, მაგრამ გრიშამ მის თვალწინ გადახია ანალიზების პასუხი და თუთა შვილად აღიარა. ამ ეპიზოდს, რომელსაც „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთგული მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში. ზოგი იმას ჩივის, რატომ არ აღმოჩნდა თემური გრიშა კაკაჩიას რეალური შვილი, ზოგს სცენარისტის ასეთი გადაწყვეტილება ძალიან მოსწონს და გრიშას დადებითი თვისებების წარმოჩენაზე აკეთებს აქცენტს, ზოგი კი ფიქრობს, რომ თემური გრიშას შვილია და არ სჯერა, რომ ასე არ არის. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თუთა ბიზნესმენს ბევრი რამით ჰგავს – „მე ვფიქრობ, გრიშას შვილია, გრიშას ყველა მიმიკას თუ მოქმედებას კიდევ ერთხელ თუ გადაავლებთ თვალს, ამაში დარწმუნდებით. პასუხის კითხვისას როგორ გამომცდელად შეხედა თუთას, თითქოს აინტერესებდა მისი რეაქცია, მერე მანქანაში დახია ეგ ფურცელი, მაგრამ სახლში რომ დნმ-ის პასუხის მსგავსი ფურცელი ეჭირა, ამაზე რას იტყვით? მე ვფიქრობ, გრიშამ ჩააწყო ექიმებთან ეგ საქმე თუთას რეაქციის გასაგებად“. ვრცლად (ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here