დალი ჩიტალაძის პომპეზური კაბა და დუეტი ანრი ჯოხაძესთან (ვიდეო)

0
1804

პირველ იანვარს „იმედის“ ეთერში საახალწლო „პრაიმშოუ“ გავიდა, შესრულდა უამრავი ახალი დუეტი და სოლოსიმღერა, ძველი კომპოზიციების ახლებური ვერსიებიც წარმოგვიდგინეს.

გამორჩეული გახლდათ დალი ჩიტალაძისა და ანრი ჯოხაძის დუეტი მოდის თემაზე. მოდის ექსპერტის ტექსტში ასეთი ფრაზებია: „თუ გინდა იყო ტრენდული, დარჩი ბრენდების ერთგული“, „მოდას არ უყვარს სტანდარტი, არც უგემოვნო აზარტი“, „ბალენსიაგა“ დემნასი, მოთხოვნადია ყველასთვის“ და ა.შ.

დალი ჩიტალაძე, როგორც ყოველთვის, არაჩეულებრივად გამოიყურებოდა და პომპეზური კაბა ემოსა, რომელიც დათუნა სულიკაშვილის კოლექციიდან მოირგო. მოგვიანებით მან ანრი ჯოხაძეს ამღერებისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა:

„არ მეყოფა სიტყვები Anri Jokhadze, რომ გამოვხატო მადლიერება, იმ ემოციებისთვის, რაც ამ სიმღერის შესრულებით მომანიჭე, მიყვარხარ, საუკეთესო მეგობარი ხარ, იცი როგორ უნდა მოუწყო ადამიანს დღესასწაული❗ #აქიმედია, Noe Sulaberidze❤ Datuna Sulikashvili, მადლობა ჩემი ლუქისთვის“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here