4.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

ზუკა ხუციშვილმა ბენდთან ერთად პირველი კონცერტი 1-ელ იანვარს გამართა (ვიდეო)

ზუკა ხუციშვილი მამის გზას აგრძელებს. მან ის მუსიკოსები შეკრიბა, რომელთან ერთადაც მამამისი მუშაობდა, მათ შორის ზურა მახნიაშვილი, ხოლო ბექვოკალში ელენე ვახანია მიიწვია, ბენდთან ერთად რეპეტიციები გამართა და 1-ელ იანვარს, „ოტიუმში“ პირველი კონცერტიც გამართა.

ზუკას კონცერტიდან სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და ლაივი ვიხილეთ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ მხრივ თაკო დოლაბერიძე იყო, რომელმაც ფოტოებიც გააზიარა და ვიდეოებიც.

კონცერტს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე. ცნობილია, რომ ნინი გიო ხუციშვილის ნათლული იყო.

კონცერტზე ზუკამ მამის ვერსიებით შეასრულა კომპოზიციები, მათ შორის იყო „ნეტა მართლა გყვარებოდი“, რომელსაც გიო განსაკუთრებულად ასრულებდა. ზუკამ გაიხსენა ბავშვობაში ნამღერი „ჩიორა, ჩიტო“, ასევე იმღერა „გამოდი, გამოდი, ახალი წელია“ და სხვა ცნობილი ქართული სიმღერები.

გიო ხუციშვილის უმცროსმა ვაჟმა საღამოს განმავლობაში უამრავი აპლოდისმენტი დაიმსახურა.

(ფოტო/ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები