„ცოლად უნდა გავყვე“ – სოფო ნიჟარაძე „კაა“-ს ავტორზე

0
2051

მსახიობი ლაშა ცუცქირიძე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის შემდეგ სუპერპოპულარული გახდა. მის მიერ ზვიად კუპრავას გამოსვლის შემდეგ ნათქვამი „კაა“ უამრავი ქოუბისა და ფოტოშარჟის შთაგონებად იქცა.

ის არაერთი სტატუსის გმირიც გახდა სოციალურ ქსელში. ჩვენი ყურადღება კი სოფო ნიჟარაძის სტატუსმა მიიქცია. მომღერალმა მისი „კაა“-ს ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ცოლად უნდა გავყვე“.

რასაკვირველია, სოფოს სახუმარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგი გასვიანმა მომღერალს დაუწერა, რომ ლაშა ცუცქირიძე მსახიობია, რაზეც სოფომ უპასუხა: „ძალიან მაგარია. ხელოვანი ოჯახი გვექნება“.

საინტერესო დიალოგი გაიმართა ასევე გიორგი უშიკიშვილსა და სოფოს შორის, რომელსაც ამონარიდის სახით გთავაზობთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here