„ჩცდ“ და სექსის ფარული ჩანაწერები – „ამ სერიის ნახვის გამოც არ დაგვიჭირონ…“

0
2540

ნინო კასრაძე სერიალს დაუბრუნდა. მისი პერსონაჟი მაკა „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ კვლავ საინტერესო პერსონაჟი გახდა. ნინო კასრაძის, ანუ როგორც სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, „ღმერთივით ქალის“ დაბრუნებას მაყურებელი დადებითი კომენტარებით შეხვდა.

მაკას ხაზით სერიალში ამ ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური თემის, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემა წამოწიეს წინ.

მას შემდეგ, რაც მაკა ერთ-ერთი გავლენიანი კაცის მხატვარ შვილს გამოფენის მოწყობაზე კატეგორიულად ამბობს უარს, მას საყვარელ მამაკაცთან, ილოსთან სექსის ამსახველ ფარულ ჩანაწერს გაუვრცელებენ.

როგორ შეხვდა მაყურებელი სერიალში ამ თემის გააქტუალურებას?

გადავხედოთ ტოპკომენტარებს:

„ამ სერიის ნახვის გამოც არ დაგვიჭირონ“

„მაკა, არ ინერვიულო, დუდუ მოაგვარებს…“

„ხომ შეიძლება, აქ მაინც დაასვენონ ხალხი პოლიტიკისგან და ცუდი ამბებისგან! არა, აქაც „კურიერია!“

„სანამ ხალხს „ეე, სექსი აქვთ“ მენტალიტეტი ექნება, მანამდე შეძლებენ სხვისი პირადი კადრებით მანიპულირებას ამ ქვეყანაში“

„ამ პერსონაჟის მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი და ახლა მაინც მიხვდნენ, რა საშინელების ჩადენა შეუძლია სულით ავადმყოფ ადამიანს. ეს არის ქალური სოლიდარობა, რაც ჩვენს საზოგადოებას აკლია.“

„შიგ რეალობაში“

„რომ დაფიქრდე, რა უხერხულია, არავის აქვს ამ საშინელების ჩადენის უფლება, პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი. მარაზმია მსგავსი კომპრომატებით ადამიანის შანტაჟი და გაშავების მცდელობა“.

„რატომ გაგახალისათ ამ საშინელმა და ამაზრზენმა ფაქტმა, არ მესმის. რა მნიშვნელობა აქვს, ვის გაუკეთებენ და მოგწონთ თუ არა ის ადამიანი. გაგახსენებთ, 16 წლის გოგონამ თავი რომ მოიკლა პირადი სურათების ატვირთვის შიშით, მაშინაც გეცინებოდათ? იქნებ, ამ ღლიცინზეა გათვლილი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაც“.

„ლინკი არავის ჩაგვიგდოთ…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here