2.8 C
Tbilisi
Saturday, December 10, 2022

პაპუნა შარიქაძე მანჰეტენის მუსიკალური სკოლის მაგისტრატურაში სრული დაფინანსებით მიიღეს

ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი, პაპუნა შარიქაძე ამჟამად აშშ-ში, ბერკლის ცნობილ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობს, სადაც ის ბაკალავრიატს ამთავრებს.

პაპუნამ სოციალური ქსელის მეგობრებს ახალი სასიხარულო ამბავი გაუზიარა. მან ასევე პრესტიჟული მანჰეტენის მუსიკალური სკოლის (Manhattan School of Music) ორწლიან მაგისტრატურაზე სრული დაფინანსება მოიპოვა.

პაპუნა წერს:

„სრული დაფინანსება Manhattan School of Music-ის 2 წლიანი მაგისტრატურისთვის, ნიუ იორკში – მოხსნილია!“

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ის ბერკლის კოლეჯშიც სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები