Cardi B-მ ქართველი მოცეკვავის ვიდეო ამჯერად „ფეისბუქზე“ გააზიარა

0
1689

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, მოცეკვავე ანი ჯავახი ბოლო დროს ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი მარტივია, მან მეგობრებთან ერთად ქარდი ბისა და ბრუნო მარსის ახალ სიმღერაზე ქორეოგრაფია შექმნა და ვიდეო ინსტაგრამზე განათავსა, სადაც ორივე არტისტი მონიშნა. შედეგად, ქარდი ბიმ მისი ვიდეოს ნაწილი ჯერ „ინსტაგრამზე“ განათავსა, გუშინ კი მთლიანი ვერსია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეც გადაიტანა.

ამ ვიდეოს კომენტარები მოჰყვა. წერენ, რომ ქორეოგრაფია მოწოდების სიმაღლეზეა, რაც შეეხება ანი ჯავახს, ერთ-ერთი კომენტატორის აზრით: „ქარდი ბი-ს არ ჰგავს, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა, მისი და ყოფილიყო“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here