ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ანუკი არეშიძის ჩვენებას დაესწრნენ

0
4866

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2017- ზე დიზაინერ ანუკი არეშიძის კოლექციის ჩვენება გაიმართა.  2017-2018 წლის შემოდგომა –  ზამთრის  კოლექციაში, დიზაინერმა აქცენტი ყვავილებსა და ქართულ ანბანზე გააკეთა. ჩვენებას ესწრებოდა დიზაინერის მეუღლე, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ბერა ივანიშვილი და სხვები. ანუკიმ მათთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სტუმრებს კოლექციაში გამოყენებული ქართული ანბანის თემატიკა მოეწონათ. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მოდის კვირეულზე სადა სამოსში გამოწყობილები მივიდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here