ანდრია გველესიანმა შეყვარებულს კლიპში ხელი სთხოვა (ვიდეო)

ანდრია გველესიანმა შეყვარებულს კლიპში ხელი სთხოვა (ვიდეო)

ანდრია გველესიანმა მაყურებელს ახალი კლიპი შესთავაზა, რომლის პრემიერაც „პრიამშოუში“ შედგა. სიმღერის სახელწოდებაა „თოლია“.

ვიდეორგოლის გადაღებისას მომღერალმა და მსახიობმა თავის შეყვარებულს, ასევე მსახიობ მაიკო ვაწაძეს სიუპრიზი გაუკეთა და ხელი სთხოვა. ეს მომენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა და ვიდეოკლიპშიც მოხვდა.

ანრიასა და მაიკოს დანიშვნას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ულოცავს. მილოცვებს ჩვენც ვუერთდებით.

ანდრიამ ახლახან შემდეგი სახის სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში:

„და აი, დაპირებული კლიპიც , რიგით მეორე, ჩემს საავტორო სიმღერაზე „თოლია“ <3

მოვიარეთ თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო , გადავედით შემოდგომის საქართველოდან სვანეთის თოვლიან მაღალმთიანეთში და ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 დღეში , რა თქმა უნდა რთული გადაღების რეჟიმი გვქონდა და გადაღების დასასრულს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ჩემს გოგოს, რომ მე მას ხელს ვთხოვდი…

და დიახ, მე მას ხელი ვთხოვე და აი, ასე დაიწერა ჩვენი ისტორია…..

ჩვენი სიყვარულის ისტორია … <3

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გადამღებ ჯგუფს ადამიანებს რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან – რეჟისორი – გიორგი სუქნიძე ” სუქნო”

რეჟისორის ასისტენტი – ანა ბახტაძე

ოპერატორი – ზუკა დადაჰავა , ნიკო გაგლოშვილი

ყველაფერშიკი – მერაბ ხარაზიშვილი

მონტაჟი – მახო სიჭინავა

მონაწილეებს – მაიკო ვაწაძე , გიორგი ცხადაძე , სალომე ლემონჯავა

სიმღერის და იდეის ავტორი – ანდრია გველესიანი“

ვიდეო

სიახლეები/

|

December 21, 2017 / 1:14 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ია ფარულავა: „თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ „მეგა“ პროექტი „იქს ფაქტორი“

ია ფარულავა წერს, რომ მისმა აგდაცემამ, რომელიც ორშაბათობით „რუსთავი 2“-ზე გადის, „იქს ფაქტორს“ თბილისში პირწმინდად მოუგო. ტელეწამყვანი აღნიშნავს: „მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მაყურებელს აქტიურობისთვის ❤ რეიტინგებით თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ “მეგა” პროექტი ექს Х ფაქტორი !!!!!!!!!“ ია ასევე დასძენს, „ორი მეგაგადაცემა მეჯდა, თან ერთი ფეხბურთი, რომელსაც 8% ჰქონდა და ეს ძალიან მაღალია „პირველი არხისთვის“ და მეორე […]

სოფო ნიჟარაძე: „მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას…“

სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღის“ ნომინანტი კიდევ ერთხელ არის. წინა წელს მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. წელს კი სიმღერის „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, ახლებური ვერსიის შესრულებითაა წარდგენილი ამ კონკურსზე. სოფო ნიჟარაძე: მართლა მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას, რადგან ის გახდა მასშტაბური, ეროვნული, დიდი და გრანდიოზული. ეს არის ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოება ქვეყანაში და ჩემი […]

„ოქროს ტალღის“ ნომინაციის მოსაპოვებლად პირველ-მეორე ადგილს მძაფრ კონკურენციაში გიგი ადამაშვილი და ანრი ჯოხაძე იკავებენ

გიგი ადამაშვილი – ქარი ქრის – 103078 ხმა ანრი ჯოხაძე – ყველაფერი შეიძლება მოხდეს – 73891 ხმა ოთო ნუცუბიძე – აღსარება – 15563 ხმა გიორგი წიკლაური – მაინც მიყვარხარ – 14810 ხმა ანი სირაძე – ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ – 12272 ხმა B17 და ლევან ბეიტრიშვილი – იმიტომ რომ – 11007 ხმა დათუნა სირბილაძე […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის რომანტიკა და სიყვარულის ამბავი

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი და მსახიობი მაიკო ვაწაძე დაქორწინდნენ, თაფლობის თვე რომში გაატარეს, ახლახან დაბრუნდნენ და „იმედის“ თოქშოუს ესტუმრნენ, სადაც თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს. მაიკო: მახსოვს, ანდრია თეატრალურიდან გამოვიდა, ოთხი გოგო იდგა, ყველამ თქვა, რა მაგარი ბიჭიაო. მეც გავიხედე, ეს არის მაგარი ბიჭი-მეთქი (იცინის)? იმის მერე წავიდა და წავიდა… ანდრია: ყოველთვის გრძნობ, რომ ის ადამიანი […]

ანდრია გველესიანმა ახალ კლიპში თავისი საყვარელი ქალი გადაიღო (ვიდეო)

ანდრია გველესიანმა სიმღერაზე „ჩემო გოგონა“ კლიპი გადაიღო, სადაც მისი შეყვარებული, ასევე მსახიობი, მაიკო ვაწაძე მონაწილეობს. ვიდეოს პრემიერა გია ჯაჯანიძის გადაცემაში „სხვა რაკურში“ შედგა. სიმღერის ავტორი ანდრია გველესიანია, კლიპის რეჟისორი გიორგი სუქნიძე, ოპერატორი გიორგი ძოწენიძე, ქორეოგრაფი, მაიკო ვაწაძე, გრიმიორი – ხათუნა ჯიქია, ხოლო რეჟისორის ასისტენტები, ანი ბახტაძე, ბექა საბუგასოვი, ლევან ბერიკაშვილი.

ანდრია გველესიანი “პრაიმ შოუზე“ განაწყენებულია

"მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში, რომელშიც განიხილავენ თემას პროექტზე, სადაც მე ფინალისტი ვიყავი... თუ 5 საათის განმავლობაში კითხვას არ დამისვამთ თემასთან და პროექტთან დაკავშირებით და ბოლოს მოგდებულ კითხვაზე პასუხსაც თუ ამომიჭრით... მეტს აღარ დავაკონკრეტებ... ისევ ჩემი მეგობრების გამო, რომელთაც წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ შეცდომის გამოსწორების უფლებას მოგცემთ" - წერს ანდრია.

რა აჩუქა ანდრია გველესიანმა შეყვარებულს საახალწლოდ?

მომღერალმა ანდრია გველესიანმა, შეყვარებულს საახალწლოდ დაუვიწყარი სიურპრიზი გაუკეთა. მან მაიკო ვაწაძეს „აიფონ 7“ აჩუქა. მაიკომ "ფეისბუქზე" დადო აიფონის ფოტო, ანდრია გველესიანი მონიშნა და დაწერა: "დღეს საჩუქრების დღეააა".

ანდრია გველესიანი მსახიობების პროტესტს უერთდება – „კაპიკებზე ამუშავებენ უნიჭიერეს ხალხს!..“

მსახიობები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი თეატრებში ხელფასების შემცირების საკითხი მართლაც დადგება. კულტურის მინისტრი ბოლო პერიოდში ოპტიმიზაციაზე საუბრობს, თეატრის მმართველებმა კი მსახიობები გააფრთხილეს, რომ შემცირებებია მოსალოდნელი. ამ თემაზე ახმეტელის თეატრის მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს: „ეს არის უდიდესი სირცხვილი!!! იმის მაგივრად, რომ თქვენი კულტურა, თეატრი გეამაყებოდეთ, ყველანაირ კომფორტში ამყოფებდეთ […]

რეკლამა