სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლესთან გაშორების დეტალებზე საუბრობს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ამ ფაქტის წინაშე როცა დავდექი, ჩვენ ერთი თვე კიდევ ერთად ვცხოვრობდით, რა თქმა უნდა, ამას თუ ცხოვრება ჰქვია, მაგრამ მივხვდი, რომ არ შემიძლია ამ ყველაფერთან შეგუება. 43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი შვილები არიან, რომლებმაც არ უნდა დაინახონ, რომ მე ვარ ცუდად, მაქვს მაღალი წნევა… ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა, რაც არასდროს მაწუხებდა, ყველაფერმა შემაწუხა. როდესაც ეს საშინელება მოხდა ჩემს თავს, ერთი თვე ქუჩაში ვერ გამოვდიოდი, სოციალურ ქსელში არ შევდიოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. დამეწყო გულის პრობლემები, საშინელი წნევა, გარეთ გასვლის შიში. მეგონა, რომ გული წამივიდოდა. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ სულ მეტირებოდა და არასდროს ვტიროდი, რადგან ყველა ოთახში ბავშვი მყავდა და ჩემს ცრემლებს ვერ დავანახვებდი…“ – ამბობს სალომე გოგიაშვილი.




