მეგი ვიბლიანი მოდელია, რომელიც ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას სხვადასხვა გადაღებაზე ხშირად ეძახიან. ფიქრობს, რომ გარეგნობის გარდა, შრომისმოყვარეობა და სანდოობა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რამაც წარმატება მოიტანა – „არ ვთვლი, რომ გარეგნულად განსაკუთრებული მოვლენა ვარ. არასდროს ჩამითვლია, რომ ულამაზესი ვარ. მრცხვენია, კომპლიმენტს რომ მეუბნებიან და სულ მგონია, რომ მატყუებენ… ვფიქრობ, წარმატება შრომისმოყვარეობამ გამოიწვია. ჩვეულებრივი გოგო ვარ“, – აღნიშნავს fortuna.ge-სთან საუბრისას.
მეგი ვიბლიანის ოჯახი გაგრიდან დევნილია. გაჭირვებული ცხოვრება გამოიარა, ამიტომ მისთვის წარმატება, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობასაც უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია…





