„შემთხვევით მოვხდი, ჩემი საყვარელი მსახიობი თამაშობს მთავარ როლში“ – გიორგი ბოჭორიშვილი ამერიკულ სერიალში გადაიღეს, რომლის პროდიუსერი ჯორჯ ქლუნია

0
1
გიორგი ბოჭორიშვილი
გიორგი ბოჭორიშვილი

ცნობილი ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ზაზას როლის შემსრულებელი გიორგი ბოჭორიშვილი ამერიკულ სერიალში გადაიღეს.

„გადაღებები იყო ლონდონში, ეს არის „პარამაუნტის“ სერიალი, სერიები დევს, მაგრამ ჯერ არ მინახავს, 2 თვეა აქ ვარ და აქციების გამო გადამავიწყდა ეს ყველაფერი, სერიალს ჰქვია The Agency, რომელშიც შემთხვევით მოვხდი, არის რაღაც პლათფორმა, სამსახიობო და სახელოვნებო „სპოთლაითი” და დავრეგისტრირდი, დავწერე ჩემი ბიოგრაფია, თუ რატომ წავედი ლონდონში… დამიკავშირდნენ. სერიალი არის ჩანერგილ აგენტებზე. უკვე უამრავმა ხალხმა მითხრა, რომ გადმოწერეს და უყურეს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია მაიკლ ფასბენდერი, მთავარ როლში სწორედ ის თამაშობს, სერიალში ასევე მონაწილეობენ რიჩარდ გირი. მასთან სცენები არ მომიწია, მაგრამ ჩვენი ისტორიები არის გადაბმული. მე მომიწია სცენა უკრაინელ არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად. ვთამაშობ რუს „კაგებეშნიკს“. სერიალის პროდიუსერი არის ჯორჯ კლუნი…“, – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი „ჯაფარას პოდკასტში“.

წყარო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here