მსახიობი ქეთი სვანიძე „ვეფხისტყაოსნის“ მეორე ნაწილშიც მიიღებს მონაწილეობას. რობერტ სტურუას მუშაობა სპექტაკლის გაგრძელებაზე უკვე დაწყებული აქვს. ამ თემაზე ვრცლად ქეთი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
„მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს, როცა კვლავ ვითამაშებ „ვეფხისტყაოსანს“. მადლობელი ვარ ჩვენი დიდი მაესტროსი, ამ როლზე რომ დამაკავა. ვერასდროს, ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ თინათინის როლი მერგებოდა… პირველი ნაწილის გარდა, რომელიც მაყურებელმა წინა სეზონზე იხილა, დაწყებულია მუშაობა მეორე ნაწილზე. არ ვიცი, როდის დასრულდება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება…“




