„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

0
81

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება.

15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგნენ იტალიელი ქალბატონი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“. ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტთან სანდრო ნებიერიძესთან ერთად  ბეატრიჩე ვენეციმ ააჟღერა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი.

ბეატრიჩე ვენეცი არის Orchestra Scarlatti Young-ის მთავარი დირიჟორი, „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორი, ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, „პუჩინის ფესტივალის“ მოწვეული დირიჟორი, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველი მუსიკის დარგში. თანამშრომლობს საყოველთაოდ აღიარებულ შემსრულებლებთან და ინსტიტუციებთან. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო შემოქმედებითი მოღვაწეობისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის. 2019-2022 წლებში ბეატრიჩე ვენეცი იყო რომის პაპის საბჭოს ქალთა საკონსულტაციო ჯგუფის წევრი კულტურის დარგში. 2017 წელს Corriere della Sera-მ დაასახელა წლის 50 ქალბატონს შორის, ხოლო 2018-ში ფორბსმა  –  100 ახალგაზრდა, მომავლის ლიდერს შორის. 

სანდრო ნებიერიძე ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ხოლო ცხრა წლიდან კომპოზიციას, 2021 წლიდან სწავლობს მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში, არის არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო და საკომპოზიციო კონკურსის ლაურეატი. თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც შემსრულებელი და კომპოზიტორი.

15 სექტემბერი, თბილისი, 20:00

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი

ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია

სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

პროგრამა:

ჯაკომო პუჩინი –        კუდიანთა შაბათობა ოპერიდან „ვილისები“

ამილკარე პონკიელი –           ელეგია

                                 საათების ცეკვა ოპერიდან „ჯოკონდა“

სერგეი რახმანინოვი –           საფორტეპიანო კონცერტი №3 რე მინორი, თხზ. 30

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„არაჩვეულებრივი საღამო შედგა ფანტასტიური მაესტრა ბეატრიჩე ვენიცის, უნიჭიერესი სანდრო ნებიერიძისა და შესანიშნავი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობით. მაესტრამ გააოცა მსმენელი, არ წყდებოდა აპლოდისმენტები და ოვაციები. მინდა მივულოცო სანდრო ნებიერიძეს ურთულესი ნაწარმოების ფანტასტიურად შესრულება. მადლობა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის.

„ღამის სერენადების“ ფარგლებში წინ გველოდება 17, 18 და 20 სექტემბრის კონცერტები არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან ერთად. 

დიდი მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების ჩატარება. მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“

ბეატრიჩე ვენეცი, დირიჟორი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეორედ ვიმყოფები ფესტივალზე „ღამის სერენადები“ და ვდირიჟორობ კონცერტს.  საოცრად მიგვიღო მსმენელმა, ძალიან დიდი ემოციებით დავიტვირთე. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სანდრო ნებიერიძე და მე ვიყავით სცენაზე. არ წყდებოდა ოვაციები, ეს ხელოვანისთვის უდიდესი ბედნიერებაა. შემიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. დიდი მადლობა ასეთი სითბისა და სიყვარულისთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ ფესტივალთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებ.“

მასიმილიანო დ’ანტუონო, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

„საოცარი კონცერტი იყო. აღფრთოვანებული ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასეთი დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. ამ ფესტივალს დიდი ხნის ისტორია აქვს და იტალიის საელჩო ტრადიციულად თანამშრომლობს მასთან. ეს არის 2 ქვეყნის დიდი მეგობრობის დასტური. იტალია უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. თქვენს წინაშე წარსდგა იტალიელი დირიჟორი, რომელიც ამ ქვეყანას და მის კულტურას ღირსეულად წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ „ღამის სერენადებს“ მხარს ვუჭერთ და ეს  გაგრძელდება მომავალშიც.“

სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:

„უდიდესი ენერგიით აღსავსე ემოციური კონცერტი ჩატარდა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გამეზიარებინა სცენა უნიჭიერეს არაჩვეულებრივ მაესტრასთან ბეატრიჩე ვენეცისთან. გვერდს გვიმშვენებდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესანიშნავი მუსიკოსები. მგონია, რომ დიდი სიამოვნება მიიღო მსმენელმა. ჩვენც მძლავრი ემოციებით დავიტვირთეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წლებშიც შევხვდებით მე და მაესტრა ერთმანეთს და შევძლებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ „ღამის სერენადები“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება და არაერთ დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს მსმენელს.“

ფესტივალის დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here