სალომე უშხვანი გათხოვდა – „ჩვენ ეს შევძელით!! სიყვარულისთვის“

0
5393

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე სალომე უშხვანი გათხოვდა. სალომეს ხელი ნიკო ქართველმა სთხოვა. წყვილმა ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„და აი, დადგა დღე… ეს დღეც, და ამ დღემდე ჩემთან იყავით, ჩემს ემოციებთან, ტკივილთან, ბედნიერებასთან, არასდროს მარტო არ დაგიტოვებივართ, იბრძოდით ჩემთან ერთად, ჩემთვის, ჩვენთვის, იბრძოდით ცალკე როცა ხედავდით დაბრკოლებებს და უსამართლობას, თვეები დაუღალავად იდექით ჩემს გვერდით! იგერიებდით ჩემსკენ მომართულ ზიზღს, დამცირებას, ნეგატივს, ბოროტებას, ავი თვალისგან დამცავი თილისმებივით შემომეკარით გულზე!

იყვირეთ აპროტესტეთ, ამტკიცებდით, თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხადეთ!! მადლობას გიხდით ჩემო 💛-იანებო!! მადლობას გიხდით ნიკოს მხარდჭერებო “ნიკოს ოქროებო” ნიკოსადმი გაღებული ყველა სიკეთისთვის, და ჩვენთვის, სიყვარულისთვის, თქვენი ყველასი დიდი წვლილია, რომ ჩვენ მოვედით აქამდე და რომ ერთად ვართ!! ჩვენ ეს შევძელით!! #სიყვარულისთვის“,-წერს სალომე უშხვანი.

სალომეს და ნიკოს მეგობრებისგან სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here