23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. მისი მეუღლე, მაია ჯორჯაძე აქვეყნებს ვიდეოს არქივიდან და წერს:
„როგორ მიყვარხარ! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გიო, გილოცავ!..“
მეგობარსა და კოლეგას დღეს შოუბიზნესის წევრები იხსენებენ.
მომღერალს 62 წელი შეუსრულდებოდა.
ცნობისთვის, გიო ხუციშვილი რამდენიმე წლის წინ მძიმე სენით გარდაიცვალა.