„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიდგებით.. „ახალი თეატრი“ დაიძვრება რეგიონებში“ – დავით დოიაშვილი

0
27
ახალი თეატრი
ახალი თეატრი

„ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი პერფორმანსით დაიწყო.

დასის წევრებმა დაკავებულების სახელები გამოაცხადეს.

„ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, შევაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა. პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც, გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არ ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი.

რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები აუცილებლად შემოგვიერთდება. აუცილებლად ერთად ვიქნებით.

ახლავე ვიწყებთ დაანონსებას, „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს. სდიეთ“, – განაცხადა სცენაზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here