რა რეაქცია აქვს ნიკა კუბლაშვილს, როდესაც ჰამლეტ გონაშვილს ადარებენ

ნიკა კუბლაშვილი

17 წლის ნიკა კუბლაშვილი ლაგოდეხიდან, შეიძლება ითქვას, ინტერნეტვარსკვლავი წამებში გახდა. „თუ ასე ტურფა იყავი“ მისი შესრულებით ასი ათასობით ადამიანმა ნახა და მოიწონა. მას თავისი გულშემატკივარი სთხოვდა, რომ „რუსთავი 2“-ის პროექტში „საქართველოს ხმა“ აუცილებლად მიეღო მონაწილეობა. სწორედ ამ პროექტის გადაღებებზე შევხდით ნიკას და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ნიკა, ელოდებოდი, როცა პირველ სიმღერას წერდი სოციალური ქსელებისთვის, ასეთ დიდ გამოხმაურებას?

პირველად ჩავწერე „თუ ასე ტურფა იყავი“. საღამო იყო, როცა დავდე. დადებიდან მეორე დღეს, დილას რომ გავიღვიძე, სრულიად სოციალურ ქსელი მოიცვა, ყველგან „გავარდა“ და დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში, რა თქმა უნდა.

მუსიკით როდის დაინტერესდი?

ეს ნიჭი მშობლებმა შეამჩნიეს. დედაც მღერის და მამაც, დიდი ბებიაც მღეროდა და ალბათ, ეს ნიჭი გენეტიკურია. ბავშვობიდან ჩემთვის ვმღეროდი. მაშინ „ბასტი ბუბუს“ სიმღერები იყო მოდაში და ვყვებოდი. შემიყვანეს ფორტეპიანოზე, შვიდწლედი დავამთავრე, მაგრამ კოვიდის პერიოდი დაემთხვა და სრულფასოვნად მაინც ვერ შევძელი სწავლა, როგორც საჭირო იყო. ჩემს მუსიკალურ ნიჭს მერე ვეღარ მიეცა განვითარება. არ იყო წრე, სადაც შევიდოდი და ვოკალს შევისწავლიდი. არაერთი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, მაგალითად, ჰამლეტ გონაშვილი, ვუსმენდი და მისგან თუ სხვებისგან ვიღებდი იმას, სწორად როგორ უნდა მემღერა.

სრულად იხილეთ FORTUNA.GE – ზე

Scroll to Top