„ნინას დავარქმევდი ქართველ დღევანდელ ქალს“ – ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე

„ნინას დავარქმევდი ქართველ დღევანდელ ქალს“ – ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე ანა ტყებუჩავას პოდკასტში „მეხუთე ელემენტი“.

ნინო მუმლაძე აღნიშნავს, რომ ნინას პერსონაჟი კარგად გამოხატავს ქართველი ქალის ფსიქოტიპს.

„ნინას დავარქმევდი ქართველ დღევანდელ ქალს. ჩემი აზრით, ნინა არის ძალიან მიახლოებული იმ სახესთან, რასაც დღევანდელი ქალების უმრავლესობა წარმოადგენს.

ის რომ შეიძლება უნდოდეს ქმარი აეჭვიანოს, მაგრამ საბოლოოდ ვერ გადადგამს ამ ნაბიჯს.

ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ საბოლოოდ ოჯახის ღირებულება უფრო წინ დააყენა და აპატია ქმარს…მაინც ზის რაღაცა ჩარჩოებში…“ – აღნიშნა ნინომ მუმლაძემ.

„მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ ქართველ ქალებს ასე უწევთ ყოფნა, უნდათ უკეთესად იყვნენ მაგრამ…“ – უპასუხა ანა ტყებუჩავამ.

Scroll to Top