„მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ მიღალატა, სკანდალებით არ გავშორებულვართ.. მენტალურად ქართველი ვარ, მაგრამ სისხლით – სომეხი“ – კრისტი ყიფშიძე საუბრობს, რატომ ატარებს ყოფილი ქმრის გვარს

0
3888

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, თუ თუ რატომ ატარებს პირველი ქმრის, გიორგი ყიფშიძის გვარს:

მოდელი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს კითხვა აღიზიანებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ მიღალატა, სკანდალებით არ გავშორებულვართ. ჩემი გვარის თემა ბევრს აწუხებს და ვერ ვხვდები, რატომ. ბევრი ცნობილი ადამიანია, რომელიც გაშორების შემდეგ, ისევ ქმრის გვარს ატარებს. მაგალითად, ნატო ვაჩნაძეც პირველი ქმრის გვარზე იყო და ა.შ. არ ვიცი, სხვებზე რატომ არ უჩნდებათ კითხვები.. ჩემი წარმომავლობა არასდროს დამიმალავს. ზოგს ჰგონია, რადგან ქართველი არ ვარ, გვარი იმიტომ არ შევიცვალე. სომეხი ვარ და თანაც სუფთა სისხლის სომეხი. ჩემი წინაპრები თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ. მენტალურად ქართველი ვარ, მაგრამ სისხლით სომეხი. ვამაყობ, რომ ასეა. როცა მეუბნებიან, რომ კარგად გამოიყურებიო, ვპასუხობ, ჩემი გენეტიკის დამსახურებაა – მეთქი“.- ამბობს კრისტი „სარკესთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლსაც დაშორდა. ეს ინფორმაცია მისმა დამ ლენუკა ყიფშიძემ დაადასტურა.

ჩემი ძმა გაშორებულია ცოლს.. მიხედეთ, თქვენს ცხოვრებას – ლენუკა ყიფშიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here