საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსი „მის საქართველოს” რეგისტრაცია დაიწყო!
„მის საქართველო 2026“-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 28 წლამდე ასაკის გოგონებს. მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია იმიჯ ცენტრის ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში.
კომპანია „იმიჯ-ცენტრი“ არის „მის საქართველო“-ს ორგანიზატორი და მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების “Miss World”-ის, “Miss Universe-ის, “Miss Intercontinental”-ის და “Miss Tourism International”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
პროექტი „მის საქართველო“ კომპანია იმიჯ ცენტრის მიერ 2003 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს იშვიათ გამოცდილებას, ამაღლებს მათ ცნობადობას, ზრდის პოპულარობას, აძლევს მათ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას.Play
ნაციონალური კასტინგი გაიმართება ნოემბერში, სადაც შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად. მე-15 საიუბილეო “მის საქართველო 2026”-ის გამარჯვებული და ტოპ-ხუთეულის წევრები გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასვა საერთაშორისო კონკურსებზე.
პროექტის მხარდამჭერები: თბილისის მერია, მოდის სახლი მარიონელა, სალონი საკურა, კიკალა სტუდიო, მაქსპრომი, კოლიბრი
მედია პარტნიორები: ტელეკომპანია „რუსთავი 2“, „სილქ უნივერსალი“, რადიო „ფორტუნა“ და „ფორტუნა +“





