„მე და ჩემი ქმარი ვშორდებით.. ვიცი, ამას ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ჩემი ცხოვრებაა“ – მარიამ ლამაზი

0
190
მარიამ ლამაზი
მარიამ ლამაზი

„მე და ჩემი ქმარი ვშორდებით, ძალიან დიდხანს ვებრძოდი თავს და სულ მინდოდა ამის გაზიარება თქვენთვის, შიში და დარდი მქონდა, მაგრამ ვეღარ ვრჩები ჩუმად“, – ამბობს ცნობილი ბლოგერი, ტიკტოკერი მარიამ ლამაზი.

მისი თქმით, მან და მისმა ჰაიტელმა მეუღლემ აღნიშნული გადაწყვეტილება 6 თვის წინ მიიღეს.

„ეს გადაწყვეტილება ემოციური არ არის, უკვე 6 თვეა ამ სიტუაციაში ვართ, თუმცაღა ახლა ძალიან მეგობრულად ვართ, კი, ამ 6 თვის განმავლობაში ბევრი ემოცია იყო, მაგრამ ძალიან პირად დეტალებს არ მოგიყვებით…

განქორწინებას ოფიციალურად ჯერ არ ვაპირებთ, უბრალოდ ცალ-ცალკე გვინდა ცხოვრება… დღესდღეობით, ბავშვებისთვის, ჩემთვის და ნელსონისთვის ეს საუკეთესო ნაბიჯია…

ყველაზე რთული ამ სიტუაციაში ისაა, რომ კარგი ადამიანისგან წასვლა ძნელია, როცა მოღალატეა, ჯანდაბას, იტყვი – ცუდი ადამიანია და წავედი…

მაგრამ დრო მჭირდება, მარტო ყოფნა, ბავშვებს და საკუთარ თავს მივხედო, ვიცი, ამას ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ჩემი ცხოვრებაა..” – ამბობს ტიკ-ტოკზე გავრცელებულ ვიდეოში მარიამ ლამაზი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here