სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი ოფიციალურად დაოჯახდნენ.
წყვილის ხელის მოწერის ცერემონია ჟენევაში გაიმართა, რომელსაც სოფი ლორენიც დაესწრო.
მარიამ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი ემოციური კადრები გააზიარა.
„ჩვენი სამოქალაქო ქორწილი ჟენევაში 30.09.2025“, – წერს მარიამი.
მარიამ შარმანაშვილისა კარლო პონტის ჯვრისწერა საქართველოში შედგა.










