მამისთვის მიძღვნილი „ყვითელი ფოთლები“ და ულამაზესი წყვილი – ზღაპრული ქორწილი წინანდალში, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი

მარიამ ხუჯაძე გიორგი მეტრეველი

სოციალურ ქსელში ულამაზესი წყვილის, მარიამ ხუჯაძისა და გიორგი მეტრეველი ქორწილის კადრები ვრცელდება.

ქორწილს, რომელიც წინანდალში გაიმართა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უამრავი სახე ესწრებოდა. მაია ასათიანი, დათო ხუჯაძე, ბაბი კირკიტაძე, ნანუკა გულუა მეუღლესთან ერთად, სალომე შარვაძე, ალექსანდრა პაიჭაძე, სალომე გოგიაშვილი…

ქორწილში უამრავმა მომღერალმა მოიყარა თავი, რომლებმაც თავიანთი რეპერტუარიდან შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას სიმღერები.

პატარძალმა კი გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ არაჩვეულებრივად შეასრულა, რომელიც მამას, გიორგი ხუჯაძეს მიუძღვნა.

პატარძალს Pronovias-ს, galogrea-ს და ⁠clio peppiatt x annie’s ibiza-ს ულამაზესი კაბები ჰქონდა მორგებული.

ქორწილი ორგანიზებული იყო კომპანია: ივენთ კომანია TMB – ის მიერ.

Scroll to Top