მსახიობი ეკა ნიჟარაძე გადაცემის „პირველი სტუდია“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ბავშვობაზე ემოციურად საუბრობს.
მსახიობის თქმით, არ აქვს ფოტო მამასთან ერთად, რასაც ძალიან განიცდის.
„ჩემი ფოტოალბომი იწყება კადრით, სადაც 9 თვის ვარ. შემდეგ, 1 წელი, 2 წელი და ა.შ. არ მაქვს ფოტო მამაჩემთან, რაც არის ჩემი დიდი…ასე მოხდა. ვიფიქრე, რამენაირად ხომ არ დავამონტაჟო მეთქი.
5 წლის ვიყავი, როდესაც მშობლები გასცილდნენ ერთმანეთს. დედაჩემს ვეკითხები ხოლმე, მაგრამ არვიცი რატომ. დედაჩემი უნიკალური ქალია. საბავშვო ბაღში ძალიან ცოტახანი ვიარეთ, რადგან მან თქვა, რომ იქ ბავშვებს ცუდად ექცეოდნენ“, – საუბრობს ეკა ნიჟარაძე.




