ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია მეორედ დაოჯახდა. მან საყვარელ ქალზე ჯვარი ქაშვეთის ეკლესიაში დაიწერა. მისი რჩეული ნუცა გამსახურდიაა, რომელიც მეუღლის გვარზე გადავიდა.
წყვილის ჯვრისწერა ქაშვეთის ტაძარში გაიმართა. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა. მას მხოლოდ რამდენიმე მეგობარი, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. პირადი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიას საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.

ნუცა გამსახურდია ენათმეცნიერი და სახელმწიფო მართვის სპეციალისტია. მას არაერთი საგანმანათლებლო პროექტისთვის უხელმძღვანელია როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. განათლება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და შოტლანდიის გლაზგოს უნივერსიტეტში მიიღო. ნუცა გამსახურდია ამჟამად საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს.
როგორც ცნობილი გახდა, წყვილის გზები პარიზში გადაიკვეთა, სადაც ორივე მათგანი მივლინებით იმყოფებოდა.
კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მეუღლე ნინა ბარდაველიძე გახლდათ. წყვილს ორი შვილი ჰყავს, დემეტრე და ზვიადი.




