„კიდევ ერთი წარმატებული და დაუვიწყარი კონცერტი…“ – „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ –  ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაცია „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში

კონცერტი პარიზში

საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში კონცერტი – „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა.

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს.

პროექტი, რომელიც ქართული მუსიკის საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით განხორციელდა. საღამოზე საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა (SBO) პირველად შეასრულა ქართული მუსიკა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა: საოპერო მომღერლებმა – იანო ალიბეგაშვილმა და გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და ახალგაზრდულმა კაპელამ მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.

„კიდევ ერთი წარმატებული და დაუვიწყარი კონცერტი…..პარიზში 🇫🇷

უდიდესი პატივი და განცდაა იდგე პარიზის ისტორიულ საკონცერტო დარბაზში, ასრულებდე…

და წარმოადგენდე ქართულ-საგუნდო და საორკესტრო მუსიკას, რომლის ახალი არანჟირებები მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა შექმნა.

ეს იყო კონცერტი დღესასწაული….!

ეს არის ემოცია, რომელიც სავსეა სიყვარულით, სიამაყით, მადლიერებით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით…

დიდ მადლობას ვუხდით ..

ახალგაზრდული კაპელის სახელით მაესტრო

Nika Nikvashvili-ს ნდობისთვის,თანადგომისთვის და ასეთი კონცერტისთვის….!

დიდი მადლობა იანო ალიბეგაშვილს საოცარი შესრულებისთვის… უდიდესი პატივი და განცდააა,რომ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვესრულებინა თქვენთან ერთად არაერთი ნაწარმოები..

დიდი მადლობა იანო ალიბეგაშვილს საოცარი შესრულებისთვის …. დიდი მადლობა გიორგი ანდღულაძეს ნდობისთვის, თანადგომისთვის, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი შესრულებისთვის.. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქალბატონ თინათინ რუხაძეს… მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. რაც შეეხება გუნდს! ჩვენ ისევ მოწოდების სიმაღლეზე გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას

რათა ვემსახუროთ ყველაზე ღირებულს ….მუსიკალურ საგანძურს!!!!

ეს იყო კონცერტი დღესასწაული! რომელიც სამუდამოდ დარჩება და ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“- ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც მეკო ქავთარაძის სტუდია ავრცელებს.

Scroll to Top