„იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე… ველოდები წუთებს“ – კესარია აბრამიძის დედის პირველი საჯარო გამოჩენა შვილის მკვლელობის შემდეგ

კესარია აბრამიძე

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მაყურებელი კესარია აბრამიძის დედის ინტერვიუს იხილავს.

ეს არის მისი პირველი საჯარო გამოჩენა და ინტერვიუ მას შემდეგ, რაც მისი შვილი მოკლეს.

„ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე… ველოდები წუთებს… აქ რომ მოვედი, ალბათ, კესარიამ მომცა ძალა, რომ მოვსულიყავი. მე ჩემი შვილით დღესაც ვამაყობ – კესარია მარტო მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო…

დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ის ბიჭი არ მომწონდა“, – აღნიშნავს კესარიას დედა.

კითხვას, არის თუ არა განაჩენით კმაყოფილი, ის დადებითად პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაპატიმრებული და მსჯავრდადებულია კესარიას შეყვარებული – ბექა ჯაიანი.

Scroll to Top