ნუკი კოშკელიშვილი კომპლექსის შესახებ პირველად საუბრობს. როგორც მან გადაცემაში “ია ფარულავას კონვერტი” აღიარა, ატროფირებული კუნთი აქვს და მისი სახე ასიმეტრიულია, რასაც ფილერებით და ძაფებით დახმარებით ნიღბავს.
“მამაჩემისგან მაქვს ატროფირებული კუნთი და მაგ მხარეს მაქვს 5 ნემსი ფილერი, მეორე მხარეს არაფერი. თუ მოვეშვი და ისე ვილაპარაკე, სადღაც მიდის სახე, აღარ მახსოვს რომელ მხარეს. ცალ მხარეს მაქვს ტუჩი გაშეშებული, მაქვს ძალიან ბევრი ფილერი და ძაფები, რომ ცოტა გადაქაჩოს, მაგრამ მაინც რომ გავა 6-7 თვე, მიჩნდება ნაპრალი. მეორე მხარეს არაფერი. ძალიან ასიმეტრიული სახე მაქვს, პირველად ვამბობ, გული მისკდება სულ. ძალიან ჩანს კამერაში, ამიტომ არასდროს ვუყურებ, ნერვები მეშლება. ცხვირზე ხომ დამცინიან, თმა მაქვს სულ გაჩეჩილი, ვერაფრით დავივარცხნე, ათას რაღაცაზე, მაგრამ ეს რომ აიჩემეს, ძალიან გული მწყდება, იმიტომ, რომ მართლა ძალიან ვკომპლექსდები” – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი და ამატებს, რომ ახლა კრიტიკა აღარ სწყინს.