მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ პროექტში ,,ამერიკის ვარსკვლავი” კასთინგი წარმატებით გაიარა და 19 თებერვლიდან ABC-ზე მუსიკალურ შოუში მოგვევლინება, სადაც ჟიურის წევრები კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი იქნებიან.
„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის მიერ გავრცელებულ სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.