„ვიღაცამ შეიძლება ამაყ ნათქვამად ჩამითვალოს, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“ – რას ამბობს გვანცა დარასელია ტელევიზიიდან წასვლაზე

გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია პოდკასტში – Speak Easy Georgia ტელევიზიიდან წასვლის პერიოდსა და იმ შეთავაზებაზე საუბრობს, რომელიც არხის დატოვებისას მიიღო.

„კი, არ ვიცი, მე მგონი არსად არ მისაუბრია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არა მგონია რამე იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მე წამოსვლას ისედაც ვფიქრობდი, ძალიან დიდი პიროვნული და პროფესიული კრიზისი მქონდა, თითქოს სტაგნაციაში ვიყავი, რაღაცნაირად აღარ მივდიოდი წინ… მინდოდა, რაღაც სიახლე ყოფილიყო, რაღაც ახალი მეკეთებინა…“ – აღნიშნავს დარასელია.

ტელეწამყვანი ასევე იხსენებს პროდიუსინგის შეთავაზებას და განმარტავს, თუ რატომ არ დასთანხმდა კადრს მიღმა საქმიანობას:

„რაც შეეხება იმას, რომ მე კადრს მიღმა ყოფნა შემომთავაზეს, არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება ამაყ ნათქვამად ჩამითვალოს, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი კადრში…“, – ამბობს გვანცა დარასელია.

Scroll to Top