ვიდეო:მიშელ გალიანო ნატალია თოთიბაძის ნაწარმოებს შეასრულებს – ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული ფრანგი მუსიკოსი ქართველი მსმენელით აღფრთოვანებულია

0
91

მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული ფრანგი მუსიკოსი რიშარ გალიანო თბილისშია.

კონცერტი 23 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

მანამდე კი მიშელ გალიანომ მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე დაუკრა.

რიგით მეშვიდე თბილისურ კონცერტზე რიშარ გალიანო პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის, ნატალია თოთიბაძის კომპოზიციას.

„ტანგო ერთისთვის“ კამერულ ორკესტრთან ერთად შესრულდება.

რიშარ გალიანომ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ რიცხვი შვიდი ძალიან უყვარს და მისი მე-7 ვიზიტი საქართველოში შემთხვევითი არაა.

„მოუთმენლად ველოდები ხვალინდელი დღის კონცერტს, რადგან პირველად შევასრულებ ქართველი ქალი კომპოზიტორის, ნატალია თოთიბაძის ნაწარმოებს. ძალიან მახარებს ქართველი ხალხის ის ემოცია, რომელსაც ჩემს მიმართ გამოხატავენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეული პასუხი გავცე დღევანდელი დახვედრისთვის, იმისთვის, რომ კონცერტზე მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭო ჩემს ერთგულ მსმენელს“. – ამბობს გალიანო.

კომპოზიცია პანდემიის დროს დაიწერა და ნატალია თოთიბაძის ქართველმა აგენტმა, ანა ლაღიძემ რიშარ გალიანოს სამუშაო ვერსია გადაუგზავნა.

რიშარ გალიანოს პასუხი იყო, რომ „ტანგო ერთისთვის“ ულამაზესია.

„ვფიქრობ, ამ კომპოზიციის ჩემს სოლო პროგრამაში შეტანას“. – თქვა მისი პირველი მოსმენისთანავე გალიანომ.

ნატალია თოთიბაძე თავიდან ვერც იჯერებდა, რომ მისმა კომპოზიციამ ასეთი გავლენა მოახდინა მიშელ გალიანოზე.

„თავიდან არ იყო განსაზღვრული, რომ ამ ნაწარმოებს კონკრეტული ადრესატი ეყოლებოდა, თუმცა ადრესატსაც გააჩნია და საბოლოო ჯამში მივიღეთ ისეთი შედეგი, რომელზეც ალბათ არც ვიფიქრებდი. გარდა იმისა, რომ მეგა მუსიკოსია, არაჩვეულებრივი ადამიანია. 23 მაისი ერთ-ერთი ყველაზე მნოშვნელოვანი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში“. – ამბობს ნატალია თოთიბაძე „მიუსიკ ბოქსთან“ საუბრისას.

ნატალია თოთიბაძის ქართველმა აგენტმა, ანა ლაღიძემ მიშელ გალიანოს შემოქმედებით ცხოვრებაზე კიდევ ისაუბრა.

„ამბობენ, რომ გალიანოთი იწყება აკორდიონის ისტორია. ანუ რა იყო აკორდეონი გალიანომდე და როგორია გალიანოს შემდეგ. ადამიანი, რომელიც თავის მკლავებში 13-14 კილოგრამიან ინსტრუმენტს იჭერს, გამოსცემს იმ ჟღერადობას, რისი გამოცემის შესაძლებლობაც აქვს ერთ მთლიან სიმფონიურ ორკესტრს.“ – ამბობს ანა ლაღიღე „მიუზიკ ბოქსთან“.

წარმოშობით იტალიელი რიშარ გალიანო საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ნიცაში დაიბადა. 12 წლის ასაკში ბებიამ აჩუქა აკორდეონი, რომელიც უკვე 60 წელია, მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა.

ამბობს, რომ ბებიის ნაჩუქარი აკორდეონი განსაკუთრებით უყვარს, რადგან მისი გამოშვების თარიღი შვიდით მთავრდება და ესეც სიმბოლურია, რადგან ციფრი შვიდი მისთვის ბედნიერების მომტანია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here