მომღერალი მარიამ შენგელია მეორე ნახევრის შესახებ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ერთი ნახვით შეუყვარდა:
„თითქმის ერთად ვცხოვრობთ… ჯერ დაქორწინებული არ ვარ. კარიერისტი ვარ და მეგონა, რომ ძალიან ჩართული უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი ოცნება იყო, რომ კარიერაც და პირადშიც სტაბილურად ვყოფილიყავი. ერთი ნახვით შემიყვარდა ერთ-ერთ მოლში, სადაც შემთხვევით დავინახე.
არ ვიცოდი, ვინ იყო. ნუცას ვუთხარი, რომ აუცილებლად ჩემი შეყვარებული უნდა ყოფილიყო… არ ვიცი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ასე იყო. შემთხვევით, სამეგობრო წრეში აღმოჩნდა… რომ დავინახე, ეგრევე მიყვარდა“ – იხსენებს მარიამ შენგელია.