ეკა მამალაძე 26 მარტს იუბილარი გახლდათ. მომღერალი 65 წლის გახდა.
როგორც ყოველთვის, ახლაც, ცნობილმა მომღერალმა დაბადების დღეზე ოჯახის წევრები და მეგობრები შეკრიბა.
ეკას იუბილე ზურა შევარდნაძის „გარდენიაში“ აღნიშნა, რასაკვირველია, ქართული სიმღერის თანხლებით.
სოციალურ ქსელში დაბადების დღიდან უამრავი ვიდეო ვრცელდება.