სტეფანე მღებრიშვილის კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს, რომელიც ნიუ-იორკში, ლეგენდარულ Webster Hall-ში გაიმართა.
სტეფანე პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ამ დარბაზში იმღერა. ამავე დარბაზში კონცერტი გაუმართავთ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს: Madonna-ს, Sting-ს, Mick Jagger-ს და U2-ს.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სტეფანე მსმენელისთვის მაქსიმალურად დაიხარჯა და კონცერტზე მისულ ადამიანებს ბედნიერი წუთები აჩუქა.
სტეფანემ აღფრთოვანებული მაყურებლის უამრავი მადლობა დაიმსახურა:
„საუკეთესო შოუ“,
„საქართველოში დაგვაბრუნა“,
„მადლობა“. – წერენ კონცერტით აღფრთოვანებული ქართველები.