გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასოევა „პრაიმთაიმთან“ ინტერვიუში ნატალია ყიფშიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ თუკი ის ეხმარებოდა, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც გიორგი ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის გამო შვილებთან ყოფნას ვერ ახერხებდა.
ენი ამბობს:
„უბრალოდ, ვერ ვხვდები, რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი. ეს არის სრული აბსურდი, თითქოს მე არ ვარ ამ ყველაფერში ჩართული, თითქოს ბავშვებს არ ვუვლი და მივყარე. ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი, პიარისთვის თუ რისთვის. როგორც თავის თავს ამასხარავებენ, ასე უნდათ, რომ გამამასხარავონ, ამ სიცრუის ხარჯზე არ ვაპირებ რეიტინგის დაწერას.
ჩემი შვილები სულ თან მყავს და ძალიან ბევრი მოწმეა. ნახულობენ ჩემს სთორებს და ყველა ხედავს რეალობას, რომ მე ჩემი შვილები თან მყავს. ფინანსური, მენტალური, ფიზიკური რესურსი მინდა ჩემი შვილებისთვის და ამას ყველა ხედავს…
მე და ნატალია ვმეგობრობდით, ამის მიუხედავად, მისთვის მხოლოდ კარგი გამიხარდება. რაც მე და გიორგი დავშორდით, რაღაცნაირად შეირყა ჩვენი ურთიერთობა. მეგობრობას თუ იმიტომ არყევ, რომ მე და გიორგი ერთად არ ვართ, ეს შენი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივს ვცემ. ვერ ვიტყვი, რომ მეხმარებოდა, ან არა. გიორგი რომ გამოსვლის პერიოდში იყო და ყველამ იცის, რას ვგულისხმობ, მაშინ თუ მეხმარებოდა მარტოხელა დედას, იმიტომ, რომ იმ პერიოდში მარტო ვიყავი, მჭირდებოდა და მეხმარებოდა, გარკვეული დროით, ერთი კვირა, ორი კვირა…
გიორგისთან ვმეგობრობ, ახლა წამოვედი გიორგისგან, ბავშვი იქ მელოდება…“




