ნინი ბრეგვაძემ, შესაძლოა, „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველო წარადგინოს.
როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მან სიმღერა დაწერა, „პირველ არხს“ უკვე გაუგზავნა და ახლა პასუხს ელოდება.
„ჩემო უძვირფასესო ქართველებო,
ხალხის დიდი თხოვნიდან გამომდინარე და ასევე ჩემი სურვილით, ვყოფილიყავი საქართველოს წარმომადგენელი „ევროვიზიაზე“, დავწერე სიმღერა და გავუგზავნე პირველ არხს! ველოდები პასუხს! მიყვარხართ,“ – წერს ნინი ბრეგვაძე.