დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ფიცი დადო და უკვე ოფიციალურად გახდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ინაუგურაციის ცერემონიაზე საზოგადოების ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპისკენ და მისი ჩაცმის სტილის
კენ იყო მიმართული.
მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად შევიდა, ტრადიციულად შედგა ორი საზეიმო მიღება. საზეიმო მიღებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი პრეზიდენტისა და პირველი ლედის პირველი საზეიმო ცეკვაა.