მსახიობი გიორგი ყიფშიძე „სივრცე ანასტასიათან“ საკუთარ პირად ცხოვრებაზე და მომავალ გეგმებზე საუბრობს. გიორგის თქმით, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო სერიალებია, რომელთა გარეშეც „არ იცის, რა ეშველებოდა“.
„დედაჩემი ვერ მეხმარება, ლოგინად არის ჩავარდნილი, მამაჩემი მატერიალურად და მორალურად მეხმარება, რადგან მსახიობს არ აქვს ის შემოსავალი, რომ ორი შვილი არჩინოს. სერიალები რომ არ იყოს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დამტოვებელი, როგორც ასეთი, არ მყავს. ჩემი ყოფილი ცოლის ბებია ხანდახან მოდის ხოლმე და მეხმარება. ბავშვების დედა, ენი ახალგაზრდაა და უფრო კლუბური ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ ვერ გაიზარდა ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს. არაფერს ვაბრალებ. მოდით, არც მწვადს დავწვავ და არც შამფურს და არაფერს ვიტყვი…“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი, რომელსაც გიორგი ყიფშიძე საზოგადოებას პირველად აუწყებს, ლეგენდარული სერიალის, “ცხელი ძაღლის” გაგრძელებაა. 20 წლის შემდეგ, საკულტო სერიალი ბრუნდება.