მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ საახალწლო სურვილებზე ისაუბრა.
„მინდა, საახალწლო სურვილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პასუხი მქონდეს, მაგრამ რომ არ მაქვს.
სულ მინდა, რომ საინტერესო როლები მქონდეს. ამ ბოლო დროს სულ ჯანმრთელობაზე ვფიქრობ, მეტი არაფერი მაწუხებს.
პირად ცხოვრებაში გამოჩნდება ალბათ ვინმე. ჯერჯერობით აღარ ვენდობი არავის. ჩავკეტე სიყვარულის თემა. ბავშვებზე ვარ გადართული“. – ამბობს გიორგი ყიფშიძე.