ჰყავს თუ არა შეყვარებული „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებულ, ირაკლი მახარაძეს – „ნდობა უმთავრესია“

0
1147

რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი ყველაზე გრძელი, ოთხთვიანი იყო. გამარჯვებული 33 წლის ირაკლი მახარაძე გახდა.

ჟურნალ „სარკესთან“ საუბარისას ირაკლი მახარაძემ უპასუხა კითხვას, ჰყავს თუ არა შეყვარებული.

„ზოგადად სულ შეყვარებული ვარ. ძალიან ადვილად მიყვარდება, მაგრამ ამ ეტაპზე რჩეული არ მყავს“. – ამბობს ირაკლი.

კითხვაზე, რა მთავარი ღირებულებები უნდა ჰქონდეს სასურველ ადამიანს, შოუს გამარჯვებული პასუხობს:

მთავარია, ნდობა მქონდეს. ყველა ურთიერთობაში ნდობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. გარეგნობას და სხვა სტანდარტებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“. – განმარტავს ირაკლი მახარაძე „სარკესთან“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here