ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ შორენა ბეგაშვილს ვალენტინობის დღესასწაულზე ხელი სთხოვა და თანხმობა მიიღო. სასიხარულო ინფორმაცია შორენამ გამომწერებს გაუზიარა.
დღეს მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ახლა ვკითხობდი კომენტარებს და მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა. პოსტს აქვს 4 მილიონი ნახვა. გაუგებარი ამბავია, პატარა ტელევიზია მაქვს, მგონი. თუმცა არიან ისეთი ადამიანები, ვისაც გაუხარდა კი არა, ვენები გადაიხსნეს, მე მესმის თქვენი“, – ამბობს შორენა ბეგაშვილი




