„არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდად ილაპარაკოს“ – მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე

მარიამ შუკაკიძე

ბათუმელი მოდელისა და ინფლუენსერის მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე დავით ბოლქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, შვილების დედაზე ცუდად საუბრის უფლებას არავის მისცემს.

„ჩემო კეთილო ადამიანებო, ყველა გაიგებდით, რომ სამწუხაროდ მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ამბავი გულთან მიიტანეთ. რისთვისაც მადლობას გიხდით. მინდა რომ ყველა ჩემს მეგობარს ესმოდეს, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ სამი ანგელოზი მაჩუქა. რისთვისაც მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ჩემს ყოფილ მეუღლეს მუდამ ბედნიერებას ვუსურვებ.

უფლის ნებაა, რაც მოხდა და რაც მომავალში მოხდება. არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდად ილაპარაკოს. შესაბამისი რეაქციაც მექნება, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს“, – წერს დავით ბოლქვაძე.

ცნობისთვის, მარიამმა დაახლოებით ორი თვის წინ გაამხილა, რომ მეუღლესთან — დავით ბოლქვაძე – 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მისი თქმით, ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ საუბრობდა.

Scroll to Top