„აი, ეს გვინდოდა, რომ „ევროვიზიაზე“ გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით.. ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს“ – რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

0
4
მაიკო კაჭკაჭიშვილი
მაიკო კაჭკაჭიშვილი

მაიკო კაჭკაჭიშვილი გვიზიარებს მომღერალ თათია კობალაძისთვის დაწერილ სიმღერას, რომლითაც თათიას საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარდგენა სურდა.

„კიბო განაჩენი არ არის!

აი, ეს გვინდოდა, რომ „ევროვიზიაზე“ გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით…

ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს.

თათიამ თავის ტყავზე გამოსცადა ეს გზა, გაიმარჯვა სიმსივნეზე. ახლა ამ სიმღერას მღერის და მოტივაციას აძლევს მსოფლიო ადამიანებს, ვინც სიმსივნითაა დაავადებული და იმედი საერთოდ არ აქვთ.

მნიშვნელოვანი მესიჯი გვქონდა, მაგრამ არც კი განგვიხილეს, სამწუხაროდ…

მუსიკა: ჩემია “ოლდ სქულია”, რა თქმა უნდა!

თათია ძალიან მაგრად ასრულებს.

ტექსტი: უმაგრესი ბიბი კვაჭაძის

არანჟირება და მასტერინგი: უმაგრესი ზაზა ხუბუკელაშვილის

ბექვოკალიც მე გახლავართ.

მოუსმინეთ და ნახეთ ამ სიმღერის ვიდეოკლიპი, არ დაიზაროთ იუთუბზე შესვლა.

ვიცი, რომ ლინკის გახსნები არ გიყვართ მაგრამ გა-სხეე-ნიიით!..“

იხილეთ ვიდეო