ზვიად გამსახურდიას შესახებ გიორგი ოვაშვილის გადაღებულმა ფილმმა პრემიერამდეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (ვიდეო)

0
1465

23 ნოემბრიდან კინოთეატრებში გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი გამოდის. „ხიბულა“ დრამაა, რომელიც ზვიად გამსახურდიის სიცოცხლის ბოლო დღეებს ასახავს. მართალია, კინორეჟისორი ამბობს, რომ ეს არ არის ავტობიოგრაფია და მხოლოდ მისი ვერსიაა პრეზიდენტის დევნილობის ბოლო დღეებსა და მის აღსასრულზე, ის ასევე აღნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს შეხვდა და ერთსა და იმავე ადგილას მყოფთაგანაც კი განსხვავებული მოსაზრებები მოისმინა ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღების შესახებ.

პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, ფილმის ჩვენებამდე ორი დღით ადრე კინო „ამირანში“ შედგა, რიგითი შეკითხვების გარდა, ფილმში მონაწილე მსახიობებისა თუ ბიუჯეტის შესახებ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც ოვაშვილის ტრილოგიის დასკვნითი ნამუშევარი უკვე ნანახი ჰქონდა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეჟისორისგან არ ელოდა, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც უაღრესად განათლებული ადამიანი იყო, ასეთ „მდაბიო და გაუნათლებელ ადამიანად“ წარმოაჩენდა.

გიორგი ოვაშვილმა კითხვას ამგვარად უპასუხა:

„ეს არ არის ავტობიოგრაგია, ჩემი პერსონაჟი ირჩევს გზას და მიდის საკუთარი დასასრულისკენ. ბატონმა ზვიადმა რაღაც პერიოდის შემდეგ იცოდა, სად მიჰყავდათ და რატომ და მან არ გასწია წინააღმდეგობა. მან გადაწყვიტა თავის შეწირვა სამშობლოსთვის და არ დატოვა ქვეყანა, რომლის დატოვებაც ნებისმიერ დროს შეეძლო.

ჩემი სათქმელი იმ გზით მოვიტანე, რა გზითაც შემეძელო მომეტანა. თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, სხვას სხვა აზრი ექნება. იმიტომაც გადავიღე ეს ფილმი, რომ ამ თემის გარშემო დისკუსია ყოფილიყო“. ვრცლად+ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here